ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “ნაციონალები” – ოპერის რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 3 650 000 ლარი დაიხაჯა

11 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 25

ქუთაისელი “ნაციონალები” – ოპერის რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 3 650 000 ლარი დაიხაჯა

ქუთაისელი “ნაციონალების” განმარტებით, ოპერის ახალი დირექტორი, ხატია ვედმედევა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ქუთაისში ოპერის თეატრის შენობის რეაბილიტაციის ბიუჯეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ქუთაისელი “ნაციონალების” განმარტებით, ოპერის თეატრის ახალი დირექტორი, ხატია ვედმედევა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის 15 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, კოტე რატიანის განმარტებით, ოპერის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 3 მლნ 650 000 ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, ეკეონომიის გამო, რეაბილიტაციის სამივე ეტაპი ამ თანხით განხორციელდა. “ჩვენ არ ვეხმაურებით ხატია ვედმედევას. ის არავინ არ არის. უბრალოდ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უზუსტობა გაჟღერდა ოპერის რეაბილიტაციის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ერთხელ და სამუდამოდ, დაანებონ თავი სიყალბეს”, – განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალებმა”. მათივე თქმით, თუკი ვინმეს აინტერსებს ოპერის თეატრის რეაბილიტაციის თანხების მოძიება, შეუძლიათ შესაბამისი დოკუმენტაცია ნახონ.

თეგები: ნაციონალური მოძრაობაოპერაქუთაისი