ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით საკრებულოოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მარგველაშვილი ირწმუნება, რომ მისი მხრიდან ბიუჯეტის ამინიზნობრივი ხარჯვა არ მომხდარა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ქალაქისთვის სასიკეთო იყო. “თვითონაც არ იციან რას აკეთებენ. შემიძლია ვთქვა, რომ არსოდეს პოლიტიკური დაკვეთა არ შემისრულებია”, – განაცხადა მარგგველაშვილმა, “მეოცნებეების” საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე. კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას გადაყენებას, ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ უფიქრია.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე “მეოცნებეებზე” – თვითონაც არ იციან რას აკეთებენ
12 თებერვალი, 2014 • ანა ჯანაშია • 26
მარგველაშვილი ირწმუნება, რომ მას ბიუჯეტი არამიზნობრივად არ დაუხარჯია და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ქალაქისთვის სასიკეთო იყო.
თეგები: თამაზ მარგველაშვილი • საკრებულო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები