ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ვიცე-მერი მერის მოვალეობის შესრულებას არ აპირებს

13 თებერვალი, 2014 • თეკლა მორგოშია • 22

ქუთაისის ვიცე-მერი მერის მოვალეობის შესრულებას არ აპირებს

კაჭკაჭიშვილის განმარტებით,მან საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა.

ქუთაისის ვიცე-მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი მერის მოვალეობის შესრულებას არ აპირებს. ნიკო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, მან საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა. “ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა გამოიწვევს უფრო მეტ ესკალიაციას. ამიტომაც, რამდენიმე წუთის წინ, მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ შემიჩეროს უფლებამოსილება”, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ნიკო კაჭკაჭიშვილის თქმით, ის მოუწოდებს დაპირიპირებულ მხარეებს, ვითარება მშვიდ გარეომოში მოაგვარონ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია აღნიშნული თანამდებობიდან, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.

თეგები: თანამდებობანიკო კაჭაკაჭიშვილიქუთაისის მერია