ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს კაბინეტის კარი აუჭედეს

13 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 24

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს კაბინეტის კარი აუჭედეს

თამაზ მარგველაშვილი მედიასთან კომენტარს 14 საათზე გააკეთებს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელთა განცხადებით, ისინი შეეცადნენ თავიდან აეცილებინათ კარის აჭედვა და მარგველაშვილთან სატელეფონო კავშირის დამყარება ორჯერ სცადეს. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.
თამაზ მარგველაშვილი მედიასთან კომენტარს 14 საათზე გააკეთებს. აქციის მონაწილეები თამაზ მარგველაშვილის გუშინდელ ბრძანებას აპორტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია დაკავებული თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული. მერიის წინ მურღულიას მხარდასაჭერი აქცია 11 საათიდან მიმდინარეობს.

თეგები: თამაზ მარგველაშვილისაკრებულოქუთაისი