ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია – ქუთაისში ქაოსი ორ პოლიტიკურ ძალას აწყობს

14 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 27

შოთა მურღულია – ქუთაისში ქაოსი ორ პოლიტიკურ ძალას აწყობს

შოთა მურღულიას თქმით, ქალაქში შეჩერებულია სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება.

ქუთაისის ვიცე–მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, მასსა და იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილს შორის არსებული ხიდჩატეხილობა უაზრობაა. “სხვას ვის უნდა აწყობდეს ქაოსი, რომელიც ქალაქში ამ დროისთვისაა, თუ არა ორ პოლიტიკურ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობასა” და ქუთაისში არსებულ პარტია “საქართველოს პარტიოტთა ალიანსს”. ჩემთან ვაჭრობა არ შეიძლება, მე უფრო მაღალ თანამდებობაზე ვყოფილვარ, მაგრამ აქ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, რადგან ქალაქი უნდა დაემსგავსოს ქალაქს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ვინც ასეთი ესკალაცია გამოიწვია, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ესაა საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ იანვრის თვეში და სწორედ ეს არ მოეწონათ “პატრიოტებსა” და “ნაციონალებს,” – განაცხადა “რადიო ძველი” ქალაქის თოქ–შოუ “რადიაქციის” დასრულების შემდეგ შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, მარგველაშვილის “წყალობით” ქუთაისში შეჩერებულია სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება, რადგან გამოდის რომ ქალაქს მერის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს, რომელმაც ამ პროექტებზე ხელი უნდა მოაწეროს.

თეგები: თამაზ მარგველაშვილიქუთაისიშოთა მურღულია