ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მარგველაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითრებული მოვლენების შემდეგ მიიღო. “ის რაც გავაკეთე, ვალდებული ვიყავი. პირნათლად შევასრულე ჩემი საქმე,” – განაცხადა მარგველაშვილმა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მომავალი კვირის ორშაბათს (17 თებერვალს) გაიმართება, სადაც მარგველაშვილი დეპუტატებს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მის მიერ დაწერილი განცხადების დაკმაყოფილებას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემრსულებელი შოთა მურღულია დაკავებული თანამდებობიდან, ორი დღის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. აღნიშნულის გამო, მურღულიას მხარდამჭერებმა მერიის წინ გუშინ აქცია გამართეს და მარგველაშვილს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდეს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
14 თებერვალი, 2014 • თეკლა მორგოშია • 22
მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე, ქუთაისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითრებული მოვლენები შემდეგ გააჟღერა.
თეგები: თამაზ მარგველაშვილი • ინპიჩმენტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები