ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებლ პირთა სამსახურის მიერ, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალი იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, მერის მოადგილემ შოთა მურღულიამ და საკრებულოს წევრებმა, გვირგვინით შეამკეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოგვიანებით, ავღანელთა კავშირის წევრებისთვის საზეიმო სადილი მოეწყო.
ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 25 წლისთავი აღნიშნეს
15 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 25
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
თეგები: ავღანეთის 25 წლისთავი • ქუთაისი • ღონისძიება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები