ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და მას გირაოს სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ზურაბ ჭიაბერაშვილი კვარიათის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. სასამართლო პროცესს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს ვანო მერაბიშვილი არ ესწრება. მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მათთვის უცნობია რა მიზეზით განაცხადა უარი ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა პროცესზე დასწრებაზე. ქუათაისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 000 ლარიანი გირაო დააკისრა
17 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 24
მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ზურაბ ჭიაბერაშვილი კვარიათის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.
თეგები: განაჩენი • საქალაქო სასამართლო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები