ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულიას თანამდებობაზე დღის ბოლომდე აღადგენენ

17 თებერვალი, 2014 • დეა მანაგაძე • 27

შოთა მურღულიას თანამდებობაზე დღის ბოლომდე აღადგენენ

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მუღულიას თანამდებობიდან გადაყენების განცხადებას დღის ბოლომდე ბათილად გამოაცხადებს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან კირკიტაძის განცხადებით, მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას თანამდებობიდან გადაყენების განცხადებას დღის ბოლომდე ბათილად გამოაცხადებს. “პირველი რასაც გავაკეთებ, ამ განცხადებას გავაუქმებ,” – განაცხადა ლევან კირკიტაძემ newpress.ge-სთან საუბარში. როგორც კირკიტაძე აცხადებს, მას აღნიშნული განცხადების გაუქმების უფლებამოსილება, კანონმდებლობით აქვს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას თანამდებობიდან გადაყენების განცხადება საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა 12 თებერვალს დაწერა.

თეგები: ლევან კირკიტაძესაკრებულოს სხდომაქუთაისი