ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ყოფილი ვიცე-მერი ინიშნება?

18 თებერვალი, 2014 • დეა მანაგაძე • 23

“ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ყოფილი ვიცე-მერი ინიშნება?

მანანა მიქაძე ამჟამად თბილისში “ქართული ოცნების” სათაო ოფისში კონსულტაციებს გადის.

“ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის უფროსი შეიძლება შეიცვალოს. როგორც newpress.ge-სთვის ხდება ცნობილი, ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარეს, მანანა მიქაძეს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი და ამჟამად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი, კოტე ლომიძე შეცვლის. თავად მიქაძე კი წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო საქმიანობას გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია მანანა მიქაძემ არც უარყო და არც დაადასტურა. როგორც მიქაძემ განაცხადა, ამჟამად ის თბილისში “ქართული ოცნების” სათაო ოფისში კონსულტაციებს გადის. კოტე ლომიძის განცხადებით, კი ის კოალიციის ცენტრალურ ოფისში ხვალ დაიბარეს. “ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია მსგავსი რამ. ხვალ ვარ დაბარებული თბილისში, ცენტრალურ ოფისში და ალბათ, იქ გადაწყდება,” – განაცხადა კოტე ლომიძემ.

თეგები: კოტე ლომიძემანანა მიქაძექართული ოცნება