ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ ბაკურიანში გასამგზავრებლად 42 ახალგაზრდა შეარჩია

19 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 18

ქუთაისის მერიამ ბაკურიანში გასამგზავრებლად 42 ახალგაზრდა შეარჩია

სტუდენტები 20-25 თებერვალს ბაკურიანში გაემგზავრებიან, რომლებსაც ტრენინგი თვითმმართველობის საკითხებზე ჩაუტარდებათ.

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა ბაკურიანში დაგეგმილი სემინარისთვის 42 ახალგაზრდა შეარჩია. სემინარში “თვითმმარველობა აქტიური მოქალქეობა და ჩართულობა – ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებისთვის”, მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები 7 კაციანკი კომისიის მიერ, კონკურსის გზით შეირჩა. ბაკურიანში დაგეგმილი ტრენინგისთვის მერიამ კონკურსი, მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამოაცხადა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრენინგში მონაწილეობის გამოცდილება, განხორცილებულ პროექტებში თანამონაწილეობა და მოხალისეობის გამოცდილება- ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელითაც კომისიამ მონაწილეებიშეარჩია. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. სემინარის მონაწილეები ბაკურიანში 20-25 თებერვალს გაემგზავრებიან, რომლებსაც ტრენინგი თვითმმართველობის საკითხებზე ჩაუტარდებათ. კონკურსის გზით შერჩეულ ახალგაზრდებს დღეს, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებლი, შოთა მურღულია შეხვდა.

თეგები: ახალგაზრდობასპორტის სამსუხრიქუთაისი