ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საგადასაგადო დავების განხილვის საბჭო დღეს ქუთაისში 25 საჩივარს განიხილავს

20 თებერვალი, 2014 • დეა მანაგაძე • 20

საგადასაგადო დავების განხილვის საბჭო დღეს ქუთაისში 25 საჩივარს განიხილავს

“საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს დავების საბჭოში შემოტანილი საჩივრის განსახილველად აღარ დაჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა,” – განაცხადა დავების საბჭოს სხდომის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

ქუთაისში საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგადასაგადო დავების განხილვის საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა. აღნიშნულ ინიციატივას სამინისტრო გადამხდლთა ინტერესების გათვალისწინების და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, 2014 წლის თებერვლიდან ახორცილებს. “საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს დავების საბჭოში შემოტანილი საჩივრის განსახილველად აღარ დაჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა,” – განაცხადა დავების საბჭოს სხდომის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა. სამინისტროს ინიციატივას აუცილებლობად და დროულად მიიჩნევენ თავად ქუთაისელი გადამხდელები, რომელთა საჩივრებს საბჭო განიხილავს. “ადგილზე საქმის გადაწყვეტა, ვიდრე თბილისში ჩასვლა, გაცილებით კომფორტულია და ეკონომიურადაც ხელსაყრელია. აუდიტის მასალებმა 100 კილოგრამი შედგინა, ასეთი ტვირთის ჩატანა დედაქალაქში რთულია,” – აცხადებს გადასახადის გადამხდელი, ქუთაისში მცხოვრები, რევაზ გოშხეთელიანი. საგადასაგადო დავების განხილვის საბჭო დღევანდელ გასვლით სხდომაზე, იმერეთის რეგიონიდან გადასახადის გადამხდელთა 25 საჩივარს განიხილავს.

თეგები: დავების საბჭოქუთაისიშემოსავლების სამსახური