ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით აბულაძე ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორის დავით ბახტაძის განცხადებას, ეხმაურება. დავით აბულაძის გნმარტებით, ბახტაძის განცხადებაში, რომ სპორტის სასახლის თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებენ, უჩვეულო არაფერი არ არის. აბულაძის თქმით, სპორტის სასახლე უნდა გამოეყოს ააიპ გაერთიანებას და ცალკე ააიპად შეიქმნას. “ახალი ორგანიზაციის შექმნა კი ითავლისწინებს ძველი თანამშრომლების წასვლას რადგან. თუმცა, გამორიცხული არ არის სპორტის სასახლის ცალკე ააიპად ჩამოყალიბების შემდეგ ისევ ეს თანამშრომლები მიიღონ სამსახურში. ეს პროცედურა კანონმდებლობით არის განსაზღვრული და რამე განსაკუთრებული არ ხდება”, – აცხადეს დავით აბულაძე newpress.ge-სთან საუბარში. მისი თქმით, საკრებულომ ორი კვირის წინ მიიღო გადაწყეტილება, რომ სპორტის სასახლე გამოყოფოდა ააიპ გაერთიანებას და ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბებულიყო. ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, სპორტის სასახლის ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბება თავად, სასხლის თანამშრომლების სურვილიც იყო. სპორტის სასახლის დირექტორის თქმით კი, არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ მათ ადგილებზე დასანიშნი ახალი კადრები უკვე შერჩეული ჰყავთ. „ამას დაემატა ისიც, რომ სპორტის სასახლის კოლექტივს, გაურკვეველი ვადით დაუკავდა ბოლო თვის ხელფასები“ – ამბობს დავით ბახტაძე. “ყველაფერი დამოკიდებულია ხელმძღვანელობაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს”, – ამბობს დავით აბულაძე.
თანამშრომლების გათავისუფლება ჩვეულებრივი პროცესია – ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა ხელმძღვანელი განმარტებას აკეთებს
26 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 25
საკრებულომ ორი კვირის წინ მიიღო გადაწყეტილება, სპორტის სასახლე გამოყოფოდა ააიპ გაერთიანებას და ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბებულიყო.
თეგები: ა(ა)იპი • სპორტის სასახლე • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები