ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 4 მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახს ასახლებენ

28 თებერვალი, 2014 • ანა ჯანაშია • 22

ქუთაისში 4 მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახს ასახლებენ

“4 მცირეწლოვანი ბავშვი და მოხუცი ჰყათ ნუნუების ოჯახს და საკუთარი სახლიდან ასახლებენ,”-ამბობენ იპოთეკური სესხით დაზარალებულები.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის N3-ში ამ წუთებში იპოთეკური სესხით დაზარალებულ ნუნუების ოჯახს ასახლებენ. იპოთეკური სესხით დაზარალებულები მოქალაქეები, რომლებიც ნუნუების ოჯახში მათ მხარდასაჭერად იმყოფებიან, აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაგრძელებად აფასებენ. როგორც ისინი ამბობენ, იპოთეკით დაზარალებულთა სასარგებლოდ ახალი ხელისუფლების პირობებშიც იგივე გრძელდება და არაფერი იცვლება. “საშინელი მდგმარეობაა, 4 მცირეწლოვანი ბავშვი და მოხუცი ჰყათ ნუნუების ოჯახს და საკუთარი სახლიდან ასახლებენ,”-ამბობს იპოთეკური სესხით დაზარალებული მანანა კაკაურიძე.

თეგები: გამიოსახლებაიპოთეკური სესხებიქუთაისი