ამ წუთებში ქუთაისში კოსტავას ქ. #62-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიგრა. ნგრევა საცხოვრებელ ეზოში გაზის მილის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არის დაშავებული. ადგილზე მცხოვრებ შოთა ბობოხიძეს მრავლობითი დამწვრობა აქვს მიღებული, რის გამოც ის ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად სამი ოჯახია დაზარალებული.
ქუთაისში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
10 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 25
ადგილზე მცხოვრებ შოთა ბობოხიძეს მრავლობითი დამწვრობა აქვს მიღებული, რის გამოც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თეგები: აფეთქება • ნგრევა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები