ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სოციალურად დაუცველებს ელექტროენეგიის საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ

14 მარტი, 2014 • ანა ჯანაშია • 27

ქუთაისში სოციალურად დაუცველებს ელექტროენეგიის საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ

პროგრამა სოციალურად დაუცველებისთვის პრობლემების შემსუბუქების მიზნით შემუშავდა.

ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სულადობის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს დაუფარავს.

ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში newpress.ge-სთან საუბარში განმარტავენ, რომ პროგრამა სოციალურად დაუცველებისთვის პრობლემების შემსუბუქების მიზნით შემუშავდა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქემდდება.

„ნებისმიერი სოციალური დახმარების პროგრამა მორგებული უნდა იყოს სოციალურად დაცუველების რეალურ საჭიროებებზე. ეს პროექტიც მათ დასახმარებლას შეიქმნა. ჯერჯერობით პროექტი მუშავდება, რომლის განსახორციელებლად საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება,“ – ამბობს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ მარგველაშვილი.

ქუთაისში სულ 7214 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.

თეგები: ელექტროენერგიასოციალურად დაუცველი ოჯახიქუთაისი