ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress ექსკლუზივი: ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლს აიღებენ

14 მარტი, 2014 • ანა ჯანაშია • 22

newpress ექსკლუზივი: ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლს აიღებენ

“კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი აუცილებლად მოხდება”, – ამბობს ქუთაისის ნოდარ მიქიაშვილი newpress.ge–სთან საუბარში.

newpress.ge – ის ინფორმაციით, ქუთაისში ე.წ. ზასტავაზე არსებული ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი მოხდება. როგორც ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, ძეგლს წლის ბოლომდე აიღებენ. “ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი წლის ბოლომდე აუცილებლად მოხდება, თუმცა მანამდე გადაწყვეტილებაა მისაღები რა დაიდგმება ძეგლის ადგილას,”–ამბობს ქუთაისის ვიცე–მერი, ნოდარ მიქიაშვილი.
როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ვასილ კიკვიძის ძეგლთან დაკავშირებით, რატომ და ვინ ითხოვს მის აღებას , რეალურად ვინ იყო ვასილ კიკვიძე და რას აპირებს ქუთაისის მერია ძეგლთან მიმართებაში, იხილეთ ვიდეო
ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლი, საბჭოთა სახელმწიფოს შექმნიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1959 წელს დაიდგა.

თეგები: კიკვიძის ძეგლიქუთაისიძეგლის აღება