ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა

21 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 42

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა

იზოლდა ბიბილეიშვილი ამ დროისთვის რეამინაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ქუთაისში, ახაგაზრდობის ქუჩაზე მცხოვრებმა, იპოთეკური სესხით დაზარალებულმა, იზოლდა ბიბლეიშვლმა თავი მოიწამლა. ბიბილეიშვილმა სხვადსხვა მედიკამენტები თვითმკველობის მიზნით დალია. დაზარალებულმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც გაიგო, რომ დღეს იპოტეკური სესხის გამო, სახლიდან გამოსახლებას უპირებდნენ. “ბიბილეიშვილმა თავის მოკვლის მიზნით დალია წამლები, რადგან დღეს გამოსახლებას უპირებდნენ”, – ამბობს ადგილზე მყოფი “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულია. დაზარალებული ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

თეგები: იპიეთეკით დაზარალებულიუბედური შემთხვევაქუთაისი