ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია – წარმატებულ სპორტსმენებს მხარს დავუჭერთ

14 აპრილი, 2014 • დეა მანაგაძე • 25

შოთა მურღულია – წარმატებულ სპორტსმენებს მხარს დავუჭერთ

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისელ სპორტსმენებს, გიორგი ცირეკიძესა და გუგა კიბორძალიძეს შეხვდა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია ქუთაისელ სპორტსმენებს, გიორგი ცირეკიძესა და გუგა კიბორძალიძეს შეხვდა. ცირეკიძემ ფინეთის დედაქალაქ, ჰელსინკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში მესამე ადგილი მოიპოვა. ასევე, წარმატება ხვდა წილად გუგა კიბორძალიძეს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ჩემპიონატზე, სადაც მან პირველი ადგილი დაიკავა. როგორც შეხვედრაზე შოთა მურღულიამ განაცახადა, სპორტის ის სახეობები, რომლებშიც ქუთაისელი სპორტსმენები წარამატებული არიან, მომავალშიც თვითმმართველობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. “მოხარული ვარ, რომ ქალაქში სპორტი ვითარდება. რაც წლის განმავლობაში პროგრამულად გათვალისიწნებული იყო, მაქსიმალურად შესრულდება. წარმატებულ სპორტსმენებს მხარს დავუჭერთ,” – განაცხადა შოთა მურღულიამ სპორტსმენებთან შეხვედრისას. ქუთაისელი სპორტსმენები, მწვრთნელის ელგუჯა მარგიშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან. ტურნირი აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარდება. სპორტის ოლიმპიურ სახეობებში წარმატებული ქუთაისელი სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

თეგები: სპორტსმენებიქუთაისის მერიაშეხვედრა