ქუთაისის ილია ჭავჭავაძიის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას დღეს, ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარლამენეტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ორმაისობის დღეასასწაულთან დაკავშირებით 50-მდე უნიკალური წიგნის გამოფენა მოეწყო. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საზეიმო ღონისძიებების ჩამონათვალიდან, კონკრეტულად, საჯარო ბიბლიოთეკა ისტორიის და წიგნის პატივისცემის გამო შეარჩია. “მიუხედავად დატვირთული საკანონმდებლო დღისა, შეუძლებელი იყო ქუთაისელების სიხარული არ გამეზიარებინა. დღევანდელი დღესასწაული არის სიყვარულის, სიკეთის და გაზაფხულის დღესასწაული. ეს გამოფენა ჩვენს ისტორიაზე მეტყველებს. კარგია მივდივართ წინ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ბიბლიოთეკაში ვიზიტისას დავით უსუფაშვილმა განახცადა, რომ პარლამეტი კვლავაც გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკის პატრონაჟს. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენილი უძველესი წიგნებიდან ყველაზე უძველესი 1596 წელს ფრანკფურტში დაბეჭდილი წიგნი იყო.
დავით უსუფაშვილი – კარგია მივდივართ წინ, მაგრამ წარსული არ უნდა დაგვავიწყდეს
2 მაისი, 2014 • დეა მანაგაძე • 23
ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარლამენეტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია.
თეგები: დავით უსუფაშვილი • ორმაისობა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები