ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია – ჩვენ ერთად შევძლებთ ძლიერი თვითმმართველობის არჩევას

3 მაისი, 2014 • ანა ჯანაშია თეკლე მორგოშია • 21

შოთა მურღულია – ჩვენ ერთად შევძლებთ ძლიერი თვითმმართველობის არჩევას

პრემიერის განმარტებით, მურღულია სწორედ, ის ადამიანია, რომელიც ქუთაისს სჭირდება განვითარებისთვის.

“ჩვენ ერთად შევძლებთ ძლიერი თვითმმართველობის არჩევას და ქალაქის განვთარებას. ეს ქალაქი ჩვენია,” – ამ სიტყვებით წარსდგა “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი, შოთა მურღულია ამომრჩეველების წინაშე.

შოთა მურღულიამ, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქუთაისის მერად არჩევის შემთხვევაში, ქუთაისში არსებული მიტოვებული შენობა-ნაგებობები საბინაო ფონდს მოხმარდება. ასევე, ქალაქს ის ძველი დიდება დაუბრუნდება, რომელიც ქალაქს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა.

“ჩვენი ქალაქი ორ ნაწილად არის დაყოფილი. ერთი მეტნაკლებად რეაბილიტირებულია, მეორეს კი რეაბილიტაცია საერთოდ არ შეხებია. ჩვენ შევიმუშავეთ ქალაქის განვითარების გეგმა. რომელიც ქუთაისის ამ ნაწილის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძველი ქუთაისის მემკვიდრეობას და თვითმყოფად კულტურას აღვადგენთ. გამოვცვლით მწყობრიდან გამოსულ კომუნიკაციებს. არ დავუშვებთ, რომ ახალმა შენობებემა დაარღვიოს ქალაქის ურბანულ-არქიტექტურული სივრცე,” – განაცხადა შოთა მურღულიამ.

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი, ქუთაისელებს და ასევე რეგიონებიდან ჩამოსულ ამომრჩევლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ ღარიბაშვილმა წარუდგინა.

პრემიერის განმარტებით, მურღულია სწორედ, ის ადამიანია, რომელიც ქუთაისს სჭირდება განვითარებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა შოთას მურღულიასთან ერთად, ქუთაისელ ამომრჩევლებს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლების კანდიდატებიც წარუდგინა. (R)

იხილეთ ფოტო

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილქუთაისიშოთა მურღულია