ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო შვებულებაში გავიდა. მერის მოვალეობას კი ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი, 15 ივნისის არჩევნების დასრულებამდე შეასრულებს. შოთა მურღულია ქუთაისის მერობის კანდიდატია “ქართული ოცნებიდან”. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, მერის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს ვალდებულება თანამდებობა დატოვოს იმის გამო, რომ ის მერობის კანდიდატად არის დასახელებული. თუმცა, მურღულიამ აღნიშნული უფლებამოსილების შესაწყვეტად შვებულება გამოიყენა.
შოთა მურღულია შვებულებაში გავიდა
5 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 26
მერის მოვალეობას კი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი შეასრულებს.
თეგები: ნოდარ მიქიაშვილი • ქუთაისი • შოთა მურღულია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები