ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს წევრობა 12 დამოუკიდებელ კანდიდატს სურს

5 მაისი, 2014 • დეა მანაგაძე • 21

ქუთაისის საკრებულოს წევრობა 12 დამოუკიდებელ კანდიდატს სურს

საინიციატივო ჯგუფებს საოლქო საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა 6 მაისამდე აქვთ.

ქუთაისის #59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკრებულოს წევრობის კანდიდატი თორმეტმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აქედან კომისიამ მხოლოდ ცხრა განცხადება დაარეგისტრა. დარჩენილ სამ საინიციატივო ჯგუფს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა 6 მაისამდე აქვთ.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ საკრებულოს წევრობის კანდიდატები არიან: არჩილ იაშვილი, ნესტან დანელია, რუსლან ხონელიძე, გრიგოლ გუმბერიძე, მამუკა ჩიხლაძე, გიორგი ხაზარაძე, პაატა მილორავა, როსტოპმ ერგემლიძე და ნუგზარ კუხიანიძე.

თეგები: არჩევნებიდამოუკიდებელი კანდიდატებიქუთაისი