საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონს იღებს – როგორც აღმოჩნდა 400 გამოკითხული ქუთაისელიდან ამის შესახებ მხოლოდ 20%-მა იცის, 74 %- სთვის კი უცნობია ეს ფაქტი. აღნიშნულ მონაცემებს ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი ( NDI) აქვეყნებს. კვლევის თანახმად სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის 25 მილიონით დაფინანსებას ამართლებს ქუთაისელთა 70%, რაც ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით 15 %- ით მეტია. ამ ფაქტს არ ამართლებს გამოკითხულთა 17 %. ამბროლაურში კიდევ უფრო შორს მიდიან და 77% იწონებს ბიუჯეტიდან 25 მილიონის გადახდას საპატრიარქოსთვის. სხვა რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარის გამოყოფას ქუთაისელთა 39% ამართლებს, ხოლო -37% არა. ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას გამართლებულად მიიჩნევს 46%, გაუმართლებლად -36%. ასევე კამპანაის “ეს შენ გეხება” ქუთაისელთა 56 % ეთანხმება, 20%- არა. საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს ქუთაისელთა 80-ს და მხოლოდ 14% მიიჩნევს ამ ურთიერთობას მისაღებად. სამაგიეროდ გამოკითხულთა77 პროცენტს სურს ევროკავშირის წევრობა.
მნიშვნელოვან და ძალიან მნიშვნელოვან საკითხთა სიაში მოხვდა რელიგიური მრწამსის თანახმად ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება. როგორც აღმოჩნდა ქუთაისში გამოკითხვაში მონაწილეთა 35%-სთვის რელიგიური მრწამსის თანახმად გადწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია – 56%- სთვის, ნეიტრალურია 8%.
ქუთაისი პირველი აღმოჩნდა ეროვნული მასშტაბით საეკლესიო მსახურებებზე დასწრების კუთხით. კითხვაზე რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას(ქორწილისა და გასვენების გამოკლებით) ქუთაისელთა 36% პასუხობს რომ კვირაში ერთხელ ან მეტჯერ, სამაგიეროდ ეროვნული მასშტაბით ამ აქტივობით მხოლოდ 13%-ია დაკავებული.
აღნიშნული კველვა NDI -მ მიმდინარე წლის 26 მარტი 18 აპრილში ჩაატარა.კვლევა საქართველოს მაასშტაბით განხორციელდა და მოიცვა სოფლები, დაბები და 12 ქალაქი, მათ შორის ქუთაისი. გამოიკითხა 4000 ადამიანი, ქუთასიში – 300-400 რესპოდენტი.