ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში არჩევნებში მონაწილე პარტიებს სააგიტაციო მასალების განთავსება 12 ადგილზე შეეძლებათ

7 მაისი, 2014 • დეა მანაგაძე • 17

ქუთაისში არჩევნებში მონაწილე პარტიებს სააგიტაციო მასალების განთავსება 12 ადგილზე შეეძლებათ

ქალაქში სარეკლამო მასალების განთავსების ადგილების ჩამონათვალი გასული წლის ანალოგიურია.

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სააგიტაციო პლაკატებისა და ბანერებისთვის თვითმმართველობის მიერ ადგილები გამოიყო. სააგიტაციო მასალის გაკვრა ქალაქის მასშტაბით სულ თორმეტ ადგილზე განთავსებულ სტენდებზეა ნებადართული. ავტომშენებლის #33, გამარჯვების მოედანი, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, 26 მაისის #43, ლეონიძის #4, ლ. ავალიანის #2, “მუხნარის” ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე გაზონი, ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების, ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების, თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორია, სულხან-საბას გამზირის #9 და ნიკეას ქუჩის #32/34 – ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს თავიანთი სააგიტაციო მასალების გაკვრა შეუძლიათ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან კირკიტაძის ინფორმაციით, ქალაქში სარეკლამო მასალების განთავსების ადგილების ჩამონათვალი გასული წლის ანალოგიურია. ქუთაისში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 5 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს.

თეგები: არჩევნებისარეკლამო ბანერებიქუთაისი