ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

13 მაისი, 2014 • დეა მანაგაძე • 29

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა არავინ არ ცხოვრობს.

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შესახებ შეტყობინება ქუთაისის სახანძრო–სამაშველო სამსახურში დილის საათებში შევიდა. ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა არავინ არ ცხოვრობს და სახანძრო სამსახურს მეზობლებმა მიმართეს.
როგორც სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, ხანძარი ბინაში გარედან შეყვანილი ბუნებრივი აირის მილიდან გაჩნდა. მათივე თქმით, გამოძახება დროული იყო და ხანძრის ლოკალიზებაც ადვილად მოხდა.

თეგები: ფალიაშვილის ქუჩაქუთაისიხანძარი