ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უწყლობა ქუთაისში – წყაროებზე რიგია (ფოტო)

16 მაისი, 2014 • დეა მანაგაძე • 20

უწყლობა ქუთაისში – წყაროებზე რიგია (ფოტო)

მოსახლეობა სასმელი წყლისთვის წყაროებზე დადის, სადაც მათ რიგში დგომა უწევთ.

ქუთაისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა სასმელი წყლისთვის წყაროებზე დადის, სადაც მათ რიგში დგომა უწევთ.
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქალაქში წყლის მიწოდება რამდენიმე დღით სამ მუნიციპალიტეტში იყო შეზღუდული და ამის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ქონდათ გავრცელებული. “ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებულ რეზერვუარში დიდი დიამეტრის მილის გადაბმა უნდა მომხდარიყო, რის გამოც წყლის მიწოდება შეიზღუდა სამ მუნიციპალიტეტში. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, რაც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. წყლის მიწოდება სამივე მუნიციპალიტეტში ერთ საათში აღდგენა,” – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.

თეგები: უწყობაქუთაისიწყალმომარაგების კომპანია