ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა

18 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 17

ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მე-19 საუკუნის ქართული ეთნოკოსტიუმებისა და ქუთაისის არქეოლოგიური კვლევის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენები გაიმართა.

მუზეუმების საერთაშორისო დღე ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს ეწვია, სადაც მე-19 საუკუნის ქართული ეთნოკოსტიუმებისა და ქუთაისის არქეოლოგიური კვლევის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენები გაიმართა. შედგა ვოლონტიორთა ახალი ნაკადის მიღება და მუზეუმის ღვაწლმოსილი მეცნიერ-თანამშრომლის მარგალიტა მსხილაძის იუბილე -„ნახევარი საუკუნე მუზეუმის კედლებში“ .

ნოდარ მიქიაშვილმა პროფესიული დღესასწაული მიულოცა მუზეუმის თანამშრომლბეს. მან ასევე ხაზი გასუვა ქუთაისის მუზეუმების ჩართულობას საერთაშორისო პროცესებში.

დღესვე, გივი ბრეგაძის სახელობის სახლ-მუზეუმში მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა ქალაქის სხვადასხვა მუზეუმში მოღვაწე ღვაწლმოსილ და წარჩნებულ მუშაკებს.

მუზეუმების საერთაშორისო დღე დამტკიცებულია გაეროს მიერ და 1977 წლიდან აღინიშნება მთელს მსოფლიოში.

თეგები: გამოფენებიმუზეუმიქუთაისი