ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია თევდორაძე მერაბიშვილის პროცესზე – მის აღმატებულებას მიეცა თქვენი ცოდვა

19 სექტემბერი, 2013 • ნიუპრესი • 26

გია თევდორაძე მერაბიშვილის პროცესზე – მის აღმატებულებას მიეცა თქვენი ცოდვა

“მესმის, გრცხვენიათ ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობის მიღება!”

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემის მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესის მიმდინარეობისას ფოტოგადაღების აკრძალვას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება: “პროკურორმა მოითხოვა ფოტოგადაღებების აკრძალვა პროცესის დროს, რასაც მყისვე დაეთანხმა მოსამართლე…მესმის, გრცხვენიათ ბატონებო ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობის მიღება!!!
მის აღმატებულებას მიეცა თქვენი ცოდვა და ჩვენი ცოდვაც თქვენს საცოდაობას რომ გვაყურებინებს კოლხურ-ჭანური გვარსახელების მონოტორული ხმით დაუსრულებლად ჩამოთვლის ფონზე:(((,” – წერს გია თევდორაძე. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფოტოგადაღების უფლება მხოლოდ იმათ მიეცათ, რომელთაც აღნიშნულის თაობაზე ნებართვა წინასწარ, წერილობით მოითხოვეს.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

თეგები: FaceBoxგია თევდორაძევანო მერაბიშვილისაქალაქო სასამართლო