ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბათუმის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ლოგო ცნობილია

24 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 25

ბათუმის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ლოგო ცნობილია

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძეა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში “2018 წელს ქ. ბათუმში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ლოგოსა და თილისმის შექმნასთან დაკავშირებით” გამარჯვებული გამოვლინდა. ლოგოს შექმნის კონკურსში გაიმარჯვა კახაბერ ჩხაიძემ, ხოლო თილისმის კონკურსი განაცხადთა არადამაკმაყოფილებელი ვარიანტების გამო გადაიდო. თილისმის კონკურსის აუცილებელი მოთხოვნით წარმოდგენილი ნიმუშები უნდა შეიცავდეს საქართველოსთვის დამახასიათებელ პერსონაჟს. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ხოლო კომისიის წევრები არიან მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი და ფოტოხელოივანი, გოგა ჩანადირი.

წყარო: worldsport.ge

თეგები: ბათუმისაჭადრაკო ჩემპიონატიქუთაისი