ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საზოგადოება “ქუთაისელში” ოთარ ჩიხლაძის იუბილე აღნიშნეს

25 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 20

საზოგადოება “ქუთაისელში” ოთარ ჩიხლაძის იუბილე აღნიშნეს

საღამოს “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი, შოთა მურღულია დაესწრო.

საზოგადოება “ქუთაისელის” ვიცე-პრეზიდენტის, ოთარ ჩიხლაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ჩიხლაძე ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერის წოდება აქვს. ასევე, ის მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრია.

საღამოს “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი, შოთა მურღულია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ნადირაძე დაესწრნენ.

“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და მოვეფეროთ ასეთ ადამიანებს. ბატონი ოთარი ღვაწლმოსილი ქუთაისელია, ჩვენ გვეამაყება, რომ ქალაქში ესეთი კოლორიტი ადამინები გვყავს”, – აღნიშნა საღამოზე შოთა მურღულიამ.

თეგები: საზოგადოება ქუთაისელიქუთაისიშოთა მურღულია