ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საფიჩხიის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი საკუთარ ხმებს “ქართული ოცნების” კანდიდატს უთმობს

28 მაისი, 2014 • დეა მანაგაძე • 27

საფიჩხიის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი საკუთარ ხმებს “ქართული ოცნების” კანდიდატს უთმობს

ჩიხლაძემ კანდიდატურა “ქართული ოცნების” საფიჩხიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკოლოზ ლატარიას სასარგებლოდ მოხსნა.

საფიჩხიის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მამუკა ჩიხლაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ჩიხლაძემ კანდიდატურა “ქართული ოცნების” საფიჩხიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკოლოზ ლატარიას სასარგებლოდ მოხსნა. მამუკა ჩიხლაძე განმარტავს, რომ მისი და კოალიციის კანდიდატის საარჩევნო მიზნები საფიჩხიასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა. “ნიკოლოზ ლატარია კარგი ახალგაზრდაა და მე, როგორც უფროსი მეგობარი, საარჩევნო კამპანიაში დავეხმარები. ჩემი კანდიდატურა მოვხსენი, რადგან არ მინდოდა “ქართული ოცნებისთვის” ხელი შემეშალა,” – განაცხადა ჩიხლაძემ.

თეგები: მაჟორიტარისაფიჩხიის უბანიქუთაისი