ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ახალგაზრდულმა ცენტრმა სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის უფასო კინოჩვენება მოაწყო

1 ივნისი, 2014 • ეკა კუხალაშვილი • 23

ახალგაზრდულმა ცენტრმა სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის უფასო კინოჩვენება მოაწყო

“გვინდოდა ბავშვებისთვის ერთი დღე გვეჩუქებინა, რათა მათ გაუჩნდეთ ფართო ეკრანზე ფილმის ნახვით კინოთეატრის შეგრძნება”.

ქუთაისში, ახალგაზრდული ცენტრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აქციით გამოეხმაურა. ცენტრის ინიციატივით სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის უფასო კინოჩვენება მოეწყო. კინოდარბაზ “სულიკოში” ანიმაციური ფილმი “საზიზღარი მე” უჩვენეს.

“ვიმედოვნებთ ნასიამოვნები დარჩებიან. გვინდოდა ბავშვებისთვის ერთი დღე გვეჩუქებინა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ფართო ეკრანზე ფილმის ნახვით კინოთეატრის შეგრძნება და აღმოაჩინონ ქუთაისში არსებული ახალგაზრდული ცენტრი და კინოთეატრი”,– აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.

თეგები: ახალგაზრდული ცენტრიბავშვებიკინოთეატრი