ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მოსახლეობა გზების გადაკეტვით იმუქრება – “ხელისუფლების უყურადღებობას ხალხის სიცოცხლე ეწირება”

21 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 22

ქუთაისში მოსახლეობა გზების გადაკეტვით იმუქრება – “ხელისუფლების უყურადღებობას ხალხის სიცოცხლე ეწირება”

ჭომის დასახლებაში ადგილობრივები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ, საავტომობილო შემთხვევა მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ამავე უბანში მცხოვრები 32 წლის რუსუდან კახიძე დაზარალდა.

ჭომის დასახლებაში მცხოვრებლების თქმით, 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე, უბანში ეს უკვე მეცამეტე ავარიაა. ისინი ვტოსაგზაო შემთხვევების გახშირებას, მოუწესრიგებელ ტროტუარებსა და საგზაო ნიშნების არ არსებობას უკავშირებენ. რაშიც პასუხისმგებლობას

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრებენ.

“წლების მანძილზე ვითხოვთ ქუჩა მოწესრიგდეს და მარეგულირებელი ნიშნები დაიდგას.ისინი კი მასხრად გვიგდებენ. ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას კი ხალხის სიცოცხლე და ნერვები ეწირება,” – ამბობენ ჭომაში მცხოვრებლები.

თეგები: ავარიაამკრძალავი ნიშნებივიდეო სიუჟეტიქუთაისი