ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არასაპარლამენტო ოპოზიცია – გადავარჩინოთ ქუთაისი ერთპარტიული უსახური საკრებულოსგან

3 ივნისი, 2014 • დეა მანაგაძე • 24

არასაპარლამენტო ოპოზიცია – გადავარჩინოთ ქუთაისი ერთპარტიული უსახური საკრებულოსგან

გოგი წულაია არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მაჟოროტარობის კანდიდატებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

საარჩევნო ბლოკში “არასაპარლამენტო ოპოზიცია” შემავალი პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი წულაია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მაჟოროტარობის კანდიდატებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. წულაიას განცხადებით, იმის ალბათობა, რომ ქუთაისის საკრებულო ერთპარტიული იქნება, დიდია. წულაია აცხადებს, რომ ერთპარტიულობის შემთხვევაში ქუთაისის საკრებულო უსახური იქნება. “ვთმობ ჩემს განწყობებს სხვა პარტიების მიმართ ქუთაისში და ყველას ვიწვევ, რომ შევჯერდეთ გამსვლელი მაჟორიტარების კანდიდატებზე. გადავარიჩინოთ ეს ქალაქი ერთპარტიული უსახური საკრებულოსაგან,” – აცხადებს გოგი წულაია.

თეგები: "თავისუფალი საქართველო"გოგი წულაიაქუთაისი