ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის გუბერნია და ქუთაისის მერია სისხლის ბანკის აქციას შეუერთდნენ

10 ივნისი, 2014 • დეა მანაგაძე • 23

იმერეთის გუბერნია და ქუთაისის მერია სისხლის ბანკის აქციას შეუერთდნენ

მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს შპს “მედინვესტ ჯორჯია” საქართველოს ცენრალური სისხლის ბანკის აქციაში.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის თეთრ დარბაზში იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ერთობლივი აქცია განხორციელდა. მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს შპს “მედინვესტ ჯორჯია” საქართველოს ცენრალური სისხლის ბანკის აქციაში “გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.” “აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი მოხმარდება მძიმე პათოლოგიით დაავადებულ და ავტოკატასტრიფაში დაზარალებულ 18 წლის ასაკის ზემოთ მოზრდილ პირებს,” – განაცხადა სისხლის ბანკის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირმა მაღლაკელიძემ. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა, სალომე იობიძემაც მიიღო. მისი თქმით, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება მნიშვნელოვანია. აქცია იმერეთის რეგიონში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თეგები: გუბერნიასისხლის ბანკიქუთაისი