ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი არასამთავრობო სექტორს შეხვდა

10 ივნისი, 2014 • დეა მანაგაძე • 25

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი არასამთავრობო სექტორს შეხვდა

შოთა მურღულიამ არასამთავრობოთა კითხვებს უპასუხა და ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი, შოთა მურღულია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო სექტორსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შოთა მურღულიამ არასამთავრობოთა კითხვებს უპასუხა და ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა. “საუბარი შეეხო მერიის სტურქტურულ ოპტიმიზაციას და ქალაქის სამოქმედო გეგმას, რომელიც ქალაქს აუცილებად უნდა გააჩნდეს. უმჯობესი იქნებოდა შეხვედრების ციკლი სხვა ფორმატში მომხდარიყო, შვიდივე კანდიდატს ერთად შევხვედროდით და მათი ხედვები ერთობლიობაში მოგვესმინა,” – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორმა, ნოდარ ჯიქიამ. როგორც ქალაქის მერობის კანდიდატმმა, შოთა მურღულიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქუთაისის მერია მართვის ელექტრონულ მმართველობაზე უნდა გადავიდეს. მურღულიას განცხადებით, მერად არჩევის შემდეგ, ის არასამთავრობო სექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს, რადგან ეს სფერო მისთვის კარგად ნაცნობია.

თეგები: მერობის კანდიდატიქუთაისიშოთა მურღულია0