ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, მუხნარის დასახლება სასმელ წყალს 2 თვეში მიიღებს

11 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 17

ქუთაისში, მუხნარის დასახლება სასმელ წყალს 2 თვეში მიიღებს

მუხნარის დასახლებაში 350 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც წლების განმავლობაში ტექნიკური წყლით სარგებლობენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტი დაიწყო.
აღნიშნულ დასახლებაში 350 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც წლების განმავლობაში ტექნიკური წყლით სარგებლობენ. დასახლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, წყალმომარაგების კომპანიის მიერ გაყვანილი იქნება ოთხკილომეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი. სამუშაოები ორ თვეში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნოდარ მიქიაშვილმა მოინახულა.

თეგები: მუხნარის დასახლებასასმელი წყალიქუთაისი