ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნებს გამოეთიშა

12 ივნისი, 2014 • დეა მანაგაძე • 22

ქუთაისში “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნებს გამოეთიშა

დავით გელენიძემ საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელი კანდიდატის, ნათია გუდავას სასარგებლოდ მოხსნა.

ქუთაისში, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” საფიჩხიის უბნის მაჟორიტარმა, ნუგზარ გელენიძემ საკუთარი კანდიდატურა ამავე უბნის მაჟრიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ნათია გუდავას სასარგებლოდ მოხსნა. ნათია გუდავა აცხადებს, რომ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” კანდიდატის აღნიშნული ქმედება მოულოდნელი არ ყოფილა და ამისთვის მას მადლობას უხდის. “ვრჩები უპარტიო კანდიდატად, რომელიც თვითმმართველობაში პარტიული ამბიციისა და პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად არ მოვდივარ,” – აცხადებს ნათია გუდავა. ნათია გუდავა საფიჩხიის უბანის მაჟორიტარ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

თეგები: ნათია გუდავასაფიჩხიის მაჟორიტარიქუთაისი