ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის 26-ე საარჩევნო უბანში პროპაგანდას ეწევიან? (+ვიდეო)

15 ივნისი, 2014 • თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე • 27

ქუთაისის 26-ე საარჩევნო უბანში პროპაგანდას ეწევიან? (+ვიდეო)

ქუთასის 26-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მანქანა პარტიის პლაკატით დგას.

ქუთასის 26-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მანქანა პარტიის პლაკატით დგას. თავად “არასაპარლამენტო ოპოზიციის” წარმომადგენლის ივანე კაპანაძის განმარტებით, რომელიც ამავდროულად არის მაჟორიტარობის კანდიდატიც, აღნიშნული ფაქტი არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს და უმჯობესია პირებმა, რომელთაც არ მოსწონთ მათი იქ ყოფნა, კანონში ჩაიხედონ. ” მე არანაირად არ ვარღვევ კანონს, კარგად მაქვს წაკითხული საარჩევნო კოდექსი. საარჩევნო უბანი იწყება იქ, სადაც აბრა არის ამ უბნის გაკრული და სადაც მიმდინარეობს კენჭისყრა, ეს არის ჩვეულებრივი ადგილი, სადაც რასაც მინდა იმას გავაკეთებ”, – აღნიშნა კაპანაძემ. თავად 26-ე საუბო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნათია მკერვალიშვილი აცხადებს, რომ მის უფლებამოსილებას აღემატება უბნის გარეთ მიმდინარე პროცესის კონტროლი, თუმცა “თავად შენობაში, სადაც კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს არანაირი სააგიტაციო მასალა არ არის”, – აცხადებს მკერვალიშვილი.

თეგები: არასაპარლამენტო ოპოზიციაპარტიაქუთაისი