ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომიისიამ დღეს საარჩევნო უბნებიდან შესული 20 საჩივრიდან 18 განიხილა. ხოლო ორი საჩივრის განხილვა ხვალ მოხდება. 25-ე, 50-ე, 52-ე, 53-ე, 47-ე, 55-ე, 57-ე, 62-ე, 78-ე, 16-ე, 36-ე, 14-ე, 80-ე, 121-ე, 30-ე, 17-ე, 89-ე და 75-ე -ეს იმ უბნების ჩამონათვალია, სადაც დამკვირვებლების მიერ სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებზე საჩივრები დაიწერა. კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივრების ნაწილი არ დაკმაყოფლდა, ხოლო ნაწილის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრებში ზოგიერთი უბნის ბათილად ცნობის საკითხი იდგა, ქუთაისში არცეთრი საარჩევნო უბნის შედეგები არ გაბათილებულა.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა ხვალისთვის გადადო
17 ივნისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 24
ქუთაისში არცეთრი საარჩევნო უბნის შედეგები არ გაბათილებულა.
თეგები: საოლქო • საჩივრების განხილვა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები