ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ვიღაცის ჯიუტი ნების გამო ამომრჩეველს არ მიეცა საშუალება, საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა”

19 ივნისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 25

“ვიღაცის ჯიუტი ნების გამო ამომრჩეველს არ მიეცა საშუალება, საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა”

ქუთასის 59 -ე საოლქო საარჩევნო კომსიის გადაწყვეტილებით 45-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და ნაკადის მარეგულირებელ პირს ხელფასიდან 10 -10 პროცენტი ჩამოაკლდა.

ქუთასის 59 -ე საოლქო საარჩევნო კომსიის გადაწყვეტილებით 45-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და ნაკადის მარეგულირებელ პირს ხელფასიდან 10 -10 პროცენტი ჩამოაკლდა.

კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უბანზე საიას დამკვირვებლის მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე მიიღო.

საჩივრის თანახმად, საარჩევნო უბნზე კომისიის წევრებმა ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ამომრჩეველს მარკირება უკვე გაკეთებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ჩაერია საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და ასევე საია, რომელთა გადაწყვეტილებით ამომრჩეველს მარკირება არ უფიქსირდებოდა ხელზე. აღნინშულ ამომრჩეველს მაინც არ მიეცა კანონით მინიჭებული უფლება დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.

საოლქო საარცევნო კომისიის ზოგიერთი წევის შეფასებით, აღნიშნული უბნის კომისიას წევრებს ეს ზედმეტი სიფრთხილის განო მოუვიდათ. თუმცა, აღნიშნული ფაქტი სხვაგვარად შეაფასა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

“ვიღაცის ჯიუტი ნების გამო ამომრჩეველს არ მიეცა საშუალება რომ საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა”,- განაცდახა ოსეფაიშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს სულ 6 საჩივრის განხილვა იგეგმება.

თეგები: ამომრჩეველისაოლქო საარჩევნო კომისიაქუთაისი