ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფონდი “სოხუმი” – ქუთაისში მედია ქალ კანდიდატებს აქტიურად აშუქებდა

19 ივნისი, 2014 • დეა მანაგაძე • 29

ფონდი “სოხუმი” – ქუთაისში მედია ქალ კანდიდატებს აქტიურად აშუქებდა

საკრებულოებთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოები ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში გასული წლის სექტემბრიდან მოქმედებს.

კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდში “სოხუმი” ქუთაისში მოქმედ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროექტის ხელმძრვანელების დაინტერესებას წარმოადგენდა ის, თუ როგორ აშუქებდა ადგილობრივი მედია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების საარჩევნო კამპანიას. “გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი მედია ქალ კანდიდატებს აქტიურად აშუქებდა და მათი ეს ტემპი შემდგომშიც არ განელდება,” – განაცხადა ფონდი “სოხუმის” საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა, ლალი შენგელიამ. შეხვედრა ფონდ “სოხუმში” პროექტის “გენდერული საკონსულტაციო საბჭოები-ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის” ფარგლებში გაიმართა. როგორც ფონდში აცხადებენ, საკრებულოებთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოები ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში გასული წლის სექტემბრიდან მოქმედებს. აღნიშნული პროექტი სამწლიანია და გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობას ითვალისწინებს.

თეგები: გენდერიფონდი სოხუმიქუთაისი