ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა

19 ივნისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 21

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა

საოლქო კომისიამ 44 საჩივარი განიხილა.

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე საჩივრების განხილვა დღეს დაასრულა. საოლქომ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების მიერ დაწერილი 44 საჩივარი განიხილა. აქედან, 20 საჩივარი საოლქო კომისიაში არჩენების დღეს დაიწერა. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში ერთ დღის ვადაში უნდა მოხდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს ჩატარდა.

თეგები: საოლქოსაჩივრებიქუთაისი