ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერისა და საკრებულოს კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის 99 167 ლარი დაიხარჯება

5 ივლისი, 2014 • დეა მანაგაძე • 23

ქუთაისის მერისა და საკრებულოს კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის 99 167 ლარი დაიხარჯება

როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად, ტენდერი შესაბამისი აქსესუარების შესყიდვასაც ითვალისწინებს.

ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისთვის განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკისა შესაძენად, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი 99 167 ლარის ღირებულებისაა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად, ტენდერი შესაბამისი აქსესუარების შესყიდვასაც ითვალისწინებს. პლანშეტური ტიპის კომპიუტერი, ლაზერული და ფერადი პრინტერი, ციფრული დიქტოფონი, ულტრაბუკი და მონიტორები – ეს კომპიუტერული ტექნიკის ჩამონათვალის ნაწილია, რომელთა შესყიდვა მიმწოდებელმა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესაენად გმოცხადებული ტენდერით ამ ეტაპზე არც ერთი მიმწოდებელი არ დაინტერესებულა.

თეგები: მერია და საკრებულოტენდერიქუთაისი