ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში “ნაციონალებმა” მონაწილეობა არ მიიღეს

14 ივლისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 17

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში “ნაციონალებმა” მონაწილეობა არ მიიღეს

ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა, დავით დვალი იყო დასახელებული.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არ მიუღიათ. “ნაციონალი” დეპუტატის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, ისინი პოლიტიკური თანამდებობის არჩევაში მონაწილოებას არასოდეს მიიღებენ. “ეს არის პოლიტიკური თანამდებობა და ამაში მონაწილეობის მიღება არ გვსურს. ჩვენ დავდეთ პირობა რომ ვიქნებით კონსტრუქციულები. ამას შევასრულებთ კიდევაც და ხმას მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას მივცემთ”, – განაცხადა სხდომაზე დავით გოგისვანიძემ. ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა, დავით დვალი იყო დასახელებული. ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 21 დეპუტატმა მიიღო, რომელთაგან დვალმა 20 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

თეგები: თავმჯდომარის არჩევასაკრებულოქუთაისი