ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დვალი აირჩიეს

14 ივლისი, 2014 • ანა ჯანაშია • 23

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დვალი აირჩიეს

კენჭისყრაში მონაწილეობა 21 დეპუტატმა მიიღო.

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 21 დეპუტატმა მიიღო, რომელთაგან დვალმა 20 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა საკრებულოს უმცირესობის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არ მიუღიათ. ქუთაისის საკრებულოს ახლდაარჩეული თავმჯდომარე დავით დვალი, წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდათ პარტია “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან.” 2012 წლის საპრლამენტო არჩევნების შემგდომ დავით დვალი “ქართულ ოცნებას” შეუერთდა.

თეგები: თავმჯდომარესაკრებულოქუთაისი