ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს სადილით გაუმასპინძლდა

22 ივლისი, 2014 • ნიუპრესი • 17

ქუთაისის მერია რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს სადილით გაუმასპინძლდა

აღნიშნული სადილისთვის გამოცხადებული ტენდერი მერიას ჩაუვარდა.

22 ივლისი რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა. 1937 წელს ქუთაისში რეპრესიების დროს დაღუპულების ხსოვნას თვითმმათველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ქუთაისის მერია, ასევე, რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს სადილით გაუმასპინძლდა. აღნიშნული სადილისთვის გამოცხადებული ტენდერი მერიას ჩაუვარდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რესპრესირებულთა ოჯახისწევრების საპატივცემულოდ გამართული სადილი მაინც გაიმართა. მერიაში აცხადებენ, რომ რესტორანი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეაჩიეს. “ფასთა კვლევა ჩავატარეთ ოთხ რესტორანში და რომელიც ყველაზე იაფი ჯდებოდა ის შევარჩიეთ. ესაა რესტორანი “განახლებული მუხრანი”, რომელიც ტერიტორიულად გვაწყობდა და 1500 ლარი დაგვიჯდა,” – განაცხადა მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ზურაბ მარგველაშვილმა. პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო.

თეგები: რეპრესიებისადილიქუთაისი