ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

700 ათას ლარამდე ცვლილება ქუთაისის ბიუჯეტში – რას მოხმარდება დამატებითი თანხები

23 ივლისი, 2014 • დეა მანაგაძე • 21

700 ათას ლარამდე ცვლილება ქუთაისის ბიუჯეტში – რას მოხმარდება დამატებითი თანხები

ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, აღნიშნული თანხის ნაწილის მობილიზება ერთი თვის პრემიალური ფონდიდან მოხდა.

ქუთაისის საკრებულოს პირველ რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში 676 ათას ლარამდე ცვლილებები შევიდა.

ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, აღნიშნული თანხის ნაწილის მობილიზება ერთი თვის პრემიალური ფონდიდან მოხდა, ხოლო თანხის ნაწილი, ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობების გადაჭარბებით შესრულებით მიიღეს.

“26 მაისს მერიის თანამშრომლებზე პრემიის გაცემა არ მომხდარა და ეს თანხები გადმოვიტანეთ ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებისთვის,” – განაცხადა ქავთარაძემ.

ბიუჯეტში შესული ცვლილებების თანახმად, აღნიშნული თანხის დიდ ნაწილს – 450 000 ლარს საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” მიიღებს; 160 ათასი ლარი გამოეყო სპორტის სასახლეს, მოედნის შეცვლისათვის, ხოლო 50 ათასი ლარი მედიკამენეტებით დახმარების პროგრამას მოხმარდება. ასევე, 60 ათასი ლარი დაიხარჯება მერიის მიერ მიმდინარე წელს ქუთაისში გასახორციელებელი საპროექტო სამუშაოებისთვის.

თეგები: საკრებულოქუთაისიქუთაისის ბიუჯეტი