6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე მგზავრების გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან
ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე ჩვენი გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან. - ამის შესახებ ამის შესახებ ,,ნიუპრესს” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.
"სატახტო ქალაქისა და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე მოგიყვებით.
თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო პავილიონი - დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ.
მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.
აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!"- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
ავტორი: